„კადაფის რეჟიმი იშლება" - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს.
„რაც უფრო ადრე მიხვდება კადაფი, რომ ის ვერ მოიგებს ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მით უკეთესი იქნება. ლიბიელ ხალხს, რომელის 40 წელზე მეტი იტანჯებოდა კადაფის რეჟიმისგან, არ მოუწევს მეტი ტანჯვა და სისხლისღვრა", - ნათქვამია რასმუსენის სახელით ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ, ფაქტობრივად, ანალოგიური განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.
"ტრიპოლი ტირანის ხელისუფლების კონტროლიდან გამოდის. კადაფის რეჟიმი, სავარაუდოდო მალე დაეცემა. არის სისხლისღვრის შეჩერების უმოკლესი გზა, მუამარ კადაფიმ უნდა აღიაროს, რომ მისი მმართველობის დრო დასრულდა, რომ ის უკვე აღარ აკონტროლებს ლიბიას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კადაფი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
"დროებითმა ეროვნულმა საბჭომ ახლა უნდა გამოავლინოს ლიდერის თვისებები, და ლიბიის მოსახლეობისადმი პატივიცემა. აუცილებელია მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან აცილება, ხელისუფლების ინსტიტუტების დაცვა და დემოკრატიაზე გადასვლა, რომლისგანაც მოგებული დარჩება ლიბიის ყველა მოსახლე. ლიბიის მომავალი თავად ლიბიელების ხელშია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უნდა ღინიშნოს, რომ ობამას მიერ განცხადების გაკეთებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არ გააკეთებდა კომენტარს ლიბიასთან დაკავშირებით სანამ "იქ ყველაფერი არ გაირკვევა".
ლიბიის მოვლენებზე განცხადება გააკეთა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ "ლიბიაში თავისუფლება მოვიდა! ახლა იწყება ურთულესი სამუშაო დემოკრატიის მშენებლობისთვის. აშშ ლიბიას უნდა დაეხმაროს".
შგახსენებთ, რომ ლიბიელმა ამბოხებულებმა ტრიპოლი დაიკავეს.
ამბოხებულების განცხადებით, "რევოლუციას შეუერთდა" და მათ მხარეზე გადავიდა ტრიპოლის დამცველი ჯარისა და პირადად პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაცვის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, "ქალაქში მეფობს ეიფორია, მოოსახლეობა ქუჩებში გამოდის შეძახილებით - "ჩვენ თავისუფლები ვართ!".
მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კადაფის რეჟიმი დაეცა.
ლიბიის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ზეიმია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ქალქის სხვადასხვა რაიონებში ჯერ კიდევ არიან კადაფის მომხრე შეიარაღებული ფორმირებები.