ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ტაჯურას ჰოსპიტალში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ-არაბია" ავრცელებს. ინფორმაცია კადაფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი დააკავეს.
ამბოხებულების განცხადებით, "რევოლუციას შეუერთდა" და მათ მხარეზე გადავიდა ტრიპოლის დამცველი ჯარისა და პირადად პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაცვის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენელიც ადასტურებს დაკავებულია კადაფის შვილი სეიფ-ალ-ისლამ კადაფი.