ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მტკიცებით, ტრიპოლში ღამით მიმდინარე სასტიკი ბრძოლისა და აფეთქებების შემდეგ აჯანყებულების ჯგუფები "განადგურებულია".
პოლკოვნიკმა კადაფმა და მისმა შვილმა საიფ ალ ისლამმა ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში პირობა დადეს, რომ აჯანყებულებს წინააღმდეგობას გაუწევენ, ვიდრე არ გაიმარჯვებენ.
"წინააღმდეგობა... და გამარჯვება", - აცხადებს ლიბიის მმართველი.
აჯანყებულების ინფორმაციით კი ტრიპოლში მათი ძალები გუშინ სამი მიმართულებიდან ერთდროულად შევიდნენ.
გარდა ამისა, აჯანყებულებმა კადაფის მომხრებთან შეტაკებების შემდეგ დედაქალაქის აღმოსავლეთით 160 კმ-ში მდებარე ქალაქი ზლიტანი და დასავლეთით 30 კმ-ში მდებარე ზავია აიღეს.
ტრიპოლის ქუჩებში კადაფის მომხრეებსა და აჯანყებულებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.