წყნარი ოკეანის სამხრეთ კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,1 მაგინიტუდის სიმძლავრის ბიძგები, ვანუატუზე, ადგილობრივი დროით, 15:30 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო თუმცა, ის მალევე მოიხსნა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება.