მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროსთან, ისრაელის სამხედროებმა რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" 120 წევრი დააკავეს. ამის შესახებ "ფრანს-პრესსი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჰამასის" წევრების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ბოევიკებმა ღაზას სექტორში არსებული სამხედრო ფრთიდან ისრაელის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს.
ამასთან, შაბათს, ღამით რადიო "ისლამური ჯიჰადი" გადასცემდა, რომ ისრაელის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდები გეგმავენ პალესტინაზე იერიშის მიტანას.
გარდა ამისა, 20 აგვისტოს ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების დროს ისრაელის 12 მოქალაქე დაიჭრა, ხოლო ერთი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოევიკებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა ისროლეს.