უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბოლოო სიები მომავალი კვირიდან გამოქვეყნდება.
როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, სპეციალისტებმა აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების განხილვა უკვე დაასრულეს და შესაბამისად, მომავალი კვირიდან ჩარიცხულ აბიტურიენტთა სრული სიები გამოქვეყნდება.
როგორც ცნობილია, ცენტრში აბიტურიენტების 630-მდე სააპელაციო განაცხადი იყო შესული, აქედან ყველაზე მეტი მათემატიკისა და ქართული ენის გამოცდების შედეგებზე მოდიოდა, ხოლო ყველაზე ნაკლები ზოგად უნარებზე.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციითვე, წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად სტუდენტი უნდა გახდეს 33 ათასი ბაკალავრის პროგრამით და 3 ათასი პროფესიული პროგრამებით.