რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა დღეს გამთენიისას, 06:47 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3,7 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი კვლავ ამბროლაურის რაიონში, სოფელ ზემო კრიხში იყო.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში საკმაოდ ძლიერი, 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 18 აგვისტოსაც მოხდა. მას ნგრევა არ მოჰყოლია.