მექსიკაში, ქალაქ ზაკუალპანის მერი ხოსე ნავა ალტამირანო გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელე-რადიო კორპორაცია "ბი-ბი-სი" მექსიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ალტამირანოს ცხედრის პოვნის შემდეგ დადგინდა, რომ ქალაქის მერი სასიკვდილოდ იყო ნაცემი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზაკუალპანის მერი ხუთშაბათს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მას მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. ინციდენტის დროს ალტამირანოს პირადი დაცვა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკელ მერს მოკვლით ნარკოკარტელის "La Familia" წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.