კანადაში ავიაკატასტროფის დროს 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ბრიტანული ტელე-რადიო კორპორაცია "ბი-ბი-სი" იუწყება.
მისი ინფორმაციით, ბოინგ-737-მა კატასტროფა კანადაში, ჩარტერული რეისის შესრულების დროს განიცადა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავში სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა.