ირანის სასამართლომ, ჯაშუშობაში ბრალდებულ 2 ამერიკელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შონ ბაუერსა და და ჯოშ ფატალს სამი წელი ირანის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, 5 წელი კი ჯაშუშობისთვის მიესაჯათ. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი ჯაშუშები არ არიან, ხოლო საზღვარი ლაშქრობის დროს ისე გადაკვეთეს, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ირანის სასამართლომ მესამე ბრალდებული სარა შურდი გასული წლის სექტემბერში გაანთავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები