ხვალ, 21 აგვისტოს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის გარდაცვლილი პირველი ლედის, მარია კაჩინსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩო პოლონეთში და პოლონური ორგანიზაცია „Bridge to Georgia" მის საფლავს კრაკოვში, ვაველის საკათედრო ტაძარში ყვავილების თაიგულით შეამკობენ. გასულ წელსაც, საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით, 21 აგვისტოს, მარია კაჩინსკას დაბადების დღეს, მის საფლავზე ყვავილების თაიგული იქნა მიტანილი.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სანდრა რულოვსმა კლასიკური მუსიკისა და მედიცინის სფეროებში მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდია დააწესა. წელს ამ სტიპენდიის ფარგლებში საქართველოდან 6 კაციანი დელეგაცია გაემგზავრა კრაკოვის მუსიკის ინსტიტუტის ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 აგვისტოდან იწყება.
საქართველოს პირველი ლედის მიერ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდიის მინიჭება კლასიკური მუსიკისა და მედიცინის სფეროებში კვლავ გაგრძელდება.