ამერიკელი მწერალი ჯეიმს პატერსონი ყველაზე მდიდარი მწერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა.
Forbes-ის ინფორმაციით, მწერალმა 2010 წლის მაისიდან 2011 წლის აპრილამდე, საკუთარი დეტექტივებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი, 84 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. რეიტინგის შემდეგ საფეხურზეა მწერალი დანიელა სტილი, რომელმაც 34 მლნ. დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამე ადგილზეა სტივენ კინგი, 28 მლნ. დოლარით.
ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლებთა შორის მოხვდნენ ასევე, ჯენეტ ივანოვიჩი, სტეფანია მაიერი, რიკ პიორდანი, დინ კუნცი, ჯონ გრიშემი, ჯეფ კინი, და ნიკოლას სპარკსი.