ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, ჰიბერის რეგიონში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს მეჩეთში თავი აიფეთქა. ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, მძიმედ არის დაჭრილი 100-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულები საავდმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია.