ავტომაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ, შეზღუდვები უწესდებათ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში უკვე არსებული ავტობუსებიდან გადაადგილების უფლება მიეცემა მხოლოდ მათ, რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის არაა, ხოლო მომავალში იმპორტირებულ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებს 15-წლიანი შეზღუდვა დაუწესდება.
ახალი სტანდარტების დანერგვაზე ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. რეგულაციების მიზანი მგზავრთა უფლებების დაცვა და მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად შემოდგომაზე წარედგინება.