უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოსა და სხვა ოპოზიციონერების დაკავება უკრაინის სასამართლოს დისკრედიტაციას იწვევს. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გამოცემა "უკრაინსაკია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"არაერთხელ მითქვამს ღიად, რომ ტიმოშენკოს, ლუცენკოს, დიდენკოს, ივაშენკოსა და სხვა ოპოზიციონერების დაკავების წინააღმდეგი ვარ. ისინი არ არიან დამნაშავეები, საფრთხეს არ უქმნიან ქვეყნის მოქალაქეებს ან საზოგადოებას", - მიაჩნია იუშჩენკოს.
ექს-პრეზდენტის შეფასებით, უკრინელი ოპოზიციონერების დაკავება ევროპულ ნორმებს ეწინააღმდეგება და მოქალაქეებს სასამართლო პროცესების მიმართ ნდობას უკარგავს.
"ეს ნდობას უკარგავს მთლიანად სასამართლო სისტემასაც. ეს არის უკრაინის სასამართლოს დისკრედიტაცია", - აცხადებს იუშჩენკო.
შეგახენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო 5 აგვისტოს სასამართლო პროცესზე დააპატიმრეს. მას ბრალად რუსეთთან "ეკონომიკურად არახელსაყრელი და მიუღებელი" კონტრაქტების გაფორმება ედება.