ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ოჯახთან ერთად ტუნისში გასაქცევად ემზადება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, "NBC News"-ს წყარო აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, კადაფმა ლიბია უახლოეს რამდენიმე დღეში დატოვოს.
წყაროს ინფორმაციით, დაზვევას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულად რომელ დღეს აპირებს კადაფი ქვეყნიდან გაქცევას და არც იმას გამორიცხავს, რომ ლიბიის ლიდერმა ტუნისში წასვლა გადაიფიქროს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში არეულობა რამდენიმე თვეა გრძელდება. ოპოზიცია ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომას ითხოვს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აჯანყებულებს მხარს ნატოც უჭერს და კადაფის ძალების წინააღმდეგ ყოველდღიურად ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალები ლიბიის ქალაქებზე ავიადარტყმებს ახორცილებენ.
როგორც ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, მათი მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების არა მშვიდობიანი მოქალაქეების, არამდე ქვეყნის ლიდერის ძალების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ალიანსის ავიაციის მიერ ტრიპოლის დაბომბვის დროს კადაფის შვილი და შვილიშვილი დაიღუპა.