გაერო სირიაში ჰუმანიტარულ მისიას გაგზავნის.
მისია სირიაში ხვალ, 20 აგვისტოს ჩავა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეაფასებს.
როგორც ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს მთავარმა მენეჯერმა ვალერი ამოსმა აღნიშნა, სირიის ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებენ.
"ჩვენ გარანტია მოგვცეს, რომ გვექნება ყველგან სრული დაშვება", - აღნიშნა ამოსმა და აქვე დასძინა, რომ მისიის წარმომადგენლები მომზადებულები არიან ისეთ ადგილებში, სადაც შეჯახებები ხშირია.
როგორც ცნობილია, გუშინ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადსა და გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც სირიის ლიდერმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს განახორცილებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, კერძოდ კი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომას და რეფორმების გატარებას ითხოვენ.
სირიის ლიდერმა მომიტინგეების წინააღმდეგ სამხედრო ძალები და ტექნიკა გამოიყენა, შედეგად კი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2000-მე ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ათეული ათასი დაჭრილი, 10 ათასამდე მომიტინგე კი პატიმრობაში იმყოფება.