გერმანიის რამდენიმე ქალაქში კიდევ 11 ავტომანქანა დაწვეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, ბერლინის აღმოსავლეთ რაიონებში, მოაბიტსა და კროციბერგის ცენტრში პოლიციამ 11 დამწვარი ავტომანქანა აღმოაჩინა.
პოლიციამ ჯილდოდ 5 ათასი ევრო დააწესა, ვინც აღნიშნულ ხულიგნობაში შემჩნეული პირების შესახებ მათ ინფორმაციას მიაწვდის.
შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის განმავლობაში დაუდგენელი პირების მიერ გერმანიაში უკვე 50 ძვირადღირებული ავტომანქანაა დამწვარი, თუმცა სამართლდამცველებისთვის დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.