იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროსთან 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო ცუნამის წარმოქმნის საშიშროებაზე ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულის მიუხედავად, სპეციალისტების განცხადებით, მიიაგისა და ფუკუსიმას პრეფექტურის სანაპიროსთან ცუნამი ძლიერი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში 9 ბალის მიწისძვრა მოხდა, რასაც დამანგრეველი ცუნამიც დაერთო. შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათასი დღემდე დაკარგულად ითვლება.