ბიზნესმენთა ასოციაცია საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართვას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება კომპანია "ვისოლის" დირექტორმა სოსო ფხაკაძემ, რომელიც ამავე დროს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია, ბიზნეს ასოციაციის სახელით, სახელმწიფო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ბიზნეს ასოციაციას აქვს ინფორმაცია, რომ საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ვითხოვთ, ამ პროცესში ბიზნესასოციაციაც ჩაერთოს, ვინაიდან ასოციაციაში შექმნილია სპეციალური კომიტეტები, სადაც წარმოდგენილი არიან კვალიფიციური კადრები და ამ პროცესში მათი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ფხაკაძემ.