ქვესადგურ "ლილო-2" -ში პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, თელავის, კობარეთის და მიმდინარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება ტერმინალ ლილო-1, ფირმა კახეთს, #168 საჯარო სკოლას, #1 საავადმყოფოს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.