ხვალ, 19 აგვისტოს, 20 წელი შესრულდება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის გადაყენებიდან და, შესაბამისად, სსრკ-ის რღვევის დაწყების დღიდან.
1991 წლის 19 აგვისტოს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი სამხედრო ხუნტამ გადააყენა, რაც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი გახდა.
საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
მიხეილ გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985 - 1991 წლებში. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ცივი ომი, თუმცა ამასთან დასრულდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი. 1990 წელს გორბაჩოვს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.