გუდაურში დიდი სიმაღლიდან ხევში სამგზავრო ავტობუსი გადავარდა.
დაშავებულია 12 კაცი. წინასწარი ინფორმაციით, დასავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის გივი ამირხანაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილები არ არიან.
წინასწარი ცნობით, ავტობუსის მგზავრებს შორის მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ.
ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადების მობილიზება ხდება. მიმდინარეობს ხევიდან ავტობუსის ამოყვანა.