რეფერენდუმის გზით გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ 4 წლის შემდეგ შევა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.
კომისია პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება იქნას მიღებული. კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, რომ აუცილებელია ბიზნესსექტორს ჰქონდეს გარკვეული ვადა, რათა კარგად დაგეგმონ საკუთარი ბიზნესგეგმები, საინვესტიციო პროგრამები და ახალ გარემოში უფრო ნაკლები დანაკარგებით შეძლონ მუშაობა.