თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ერაყში ქურთი ბეოვიკების ბაზაზე ავაიდარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ავიადარტყმები თურქულმა ავიაციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში რვა ჯარისკაცი მოკლეს ქურთმა ბოევიკებმა.
"თურქეთის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმები საზღვრებს გარეთ გაგრძელდება, სანამ ერაყის ჩრდილოეთი უსაფრთხო არ გახდება", - აცხადებენ თურქი სამხედრო ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში ქურთი ბოევიკების თავდასხმებს 40 თურქი სამხედრო შეეწირა.