ბრაზილიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაგნერ როსი კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როსი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ხელისუფლებაში პრეზიდენტ დილმა რუსეფის მოსვლის შემდეგ, როსი მეოთხე მინისტრია, რომელმაც აღნიშნული მიზეზით თანამდებობა დაატოვებინეს.
ვაგნერ როსიმ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ მისი კორუფციაში დადანაშაულება "ცრუ ბრალდებაა".
როსი წევრია "ბრაზილიის დემოკრატიული პარტიის", რომელიც კონგრესში პრეზიდენტის ყველაზე დიდ მოკავშირედ ითვლება.
"ბოლო 30 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ვისმენ ბრალდებებს, რომელიც მტკიცებულებებს მოკლებულია", - განაცხადა როსიმ.
კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დადანაშაულების გამო თანამდებობა დაატოვებინეს თავდაცვის მინისტრ ნელსონ ჯობიმას, ტრანსპორტის მინისტრ ალფრედო ნასიმენტოსა და პრეზიდენტის გენერალური შტაბის უფროს ანტონიო პალოჩის.