დაღესტანში სპეცოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბანდფორმირების წევრები შეეცადნენ დაღესტანში, ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირთან სამხედრობის ბლოკადა გაერღვიათ და ორმხრივი სროლის დროს კონტრაქტით მყოფი ერთი სამხედრო მოსამსახურე დაჭრა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონში ბოევიკებთან შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დაღესტანში უკევ მეორე დღეა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფბების წევრების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, კი სოფელ ენდირთან 15-მდე მებრძოლია გამაგრებული.