18 აგვისტოს, 13 საათზე ბაგებში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთან, მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის მამა, ზურაბ წიკლაური და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, ჯუმბერ მილორავა, ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან ერთად მართავენ აქციას, რომლის მიზანია 23 წლის მსჯავრდებულის, იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადარჩენა.
ამჟამად იოსებ წიკლაური იმყოფება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში - მას ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა და სეფსისი აქვს განვითარებული. მამის, ზურაბ წიკლაურის და და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნის გაცემას აჭიანურებს, რომლის მეშვეობითაც პატიმარს სასჯელი შეიძლება გადაუვადდეს.
აქციის გამართვამდე ერთი საათით ადრე, 12 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობაში, ახლადშექმნილი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილი, მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის მამასთან და მისი უფლებების დამცველ ადვოკატთან ერთად სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.