კომპანია "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოს გამო 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საირმის, გაგარინის, ლვოვის, ოდესის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.