ხვალ, 18 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქარტველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროსთან რეჟისორ რობერტ სტურუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა.
აქციის ორგანიზატორები რუსთაველის თეატრის მაყურებლები და მსახიობი ბესო ზანგური არიან. ისინი რობერტ სტურუას თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვენ.
სოციალურ ქსელებში უკვე შექმნილია რეჟისორის მხარდასაჭერი რამდენიმე გვერდი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა სტურუას თანამდებობიდან მოხსნის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.