ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დაინტერესებულ მხარეებს სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხარატიშვილმა აღნიშნა, გეგმაზე მუშაობა თვე-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია დაინტერესებულ მხარეებს სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტის განხილვაში და გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე - pr@cec.giv.ge", - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ.
საარჩევნო ადმინისტრაციამ 2011-2015 წლის სტრატეგიული გეგმის პროექტი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.cec.gov.ge უკვე გამოაქვეყნა.