საარჩევნო ადმინისტრაციამ 2011-2015 წლის სტრატეგიული გეგმის პროექტი შეიმუშავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული გეგმის შემუშავება ქვეყნაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"2012 წელს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, 2013 წელს - საპრეზიდენტო და 2014 წელს - ადგილობრივი თვითმმართველობის. სტრატეგიული გეგმა აღნიშნული არჩევნებისთვის სამზადისის განუყოფელი ნაწილია. დოკუმენტის შექმნის მიზანია, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლების ხელშეწყობა", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, გეგმის თანახმად, ცესკოს მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაცია, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირება.