ტელევიზორთან გატარებული ყოველი ერთი საათი ადამიანის სიცოცხლეს 20 წუთით ამცირებს, ამის შესახებ ავსტრალიელი მედიკოსების კვლევაშია აღნიშნული, რომელსაც British Journal აქვეყნებს. მედიკოსები აცხადებენ, რომ ტელევიზორის გავლენა სიცოცხლეზე შეესაბამება სიგარეტის მოწევისგან მიყენებულ ზიანს.
თუ ადამიანი ტელევიზორს დღეში 6 საათზე მეტხანს უყურებს, ის სავარაუდოდ, სიცოცხლეს 5 წლით ადრე დაასრულებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც „მოლაპარაკე ყუთს" ყურადღებას არ აქცევენ. ტელემანები, მეტწილად გულ-სისლძარღვთა დაავადებებით იტანჯებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ტელემანების მიერ ტელევიზორთან გატარებული დროის მნიშვნელოვანი ნაწილი სპორტულ გადაცემებს ეთმობა.