სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ერაყის საზღვართან მდებარე ჰაკარის პროვინციაში, ქურთი ბოევიკების მიერ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას 8 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა. ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, ბოევიკებმა ჯარისკაცებს ცეცხლი სატვირთო ავტომანქანიდან გაუხსნეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა ქურთ ბოევიკებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რათა შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები და განაცხადა, რომ თურქეთი მკაცრ ზომებს მიმართავს მათ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს მომხდარ შეტაკებას თურქ ჯარისკაცებსა და ქურთ ბოევიკებს შორის 13 ჯარისკაცი და 7 ბოევიკი ემსხვერპლა.