კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოების გამო 18 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საირმის, გაგარინის, ლვოვის, ოდესის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.