ძლიერი სიცხის გამო იაპონიაში 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ჰოსპიტალიზირებულია.
იაპონიის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მზის დარტყმის გამო ჰოსპიტალიზირებულების რიცხმა სხვა წლებთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
"8 აგვისტოდან 14 აგვისტომდე მზის დარტყმის გამო საავადმყოფოში 7071 ადამიანი მოხვდა, საიდანაც 35 გარდაიცვალა", - იუწყება იაპონიის ადგოლობრივი მედია.
მათივე ინფორმაციით, 37-40 გრადუსი სიცხე იაპონიაში 1-ელი ივნისიდან დაიწყო, რის შედეგადაც ორთვენახევარში სულ 35 436 ადაიანის ჰოსპიტალიზირება მოხდა.
იაპონიის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მიმდინარე კვირას კვლავ შენარჩუნდება, რის გამოც გამორიცხული არ არის მზის დარტყმის დიაგნოზით საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.