ყაბარდო-ბალყარეთში უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან შეტაკების დროს ერთი პოლიციელი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველბზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეტაკება ყაბარდო-ბალყარეთში, ბაკსანის რაიონის სოფელ ბაკსანსში მოხდა, კერძოდ კი ბოევიკებმა უარი განაცხადეს იარაღის ჩაბარებაზე, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და უკანონო შეარაღებული ფორმირების წევრებს შორის სროლა დაიწყო.
ინციდენტის დროს ერთი პოლიცილი დაიჭრა, ასევე მოხდა ერთი ბოევიკის ლიკვიდაცია.
ამ დროისთვის ბანდფორმირბების წევრების ლიკვიდაციისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძლდება.