დღეს, 17 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც კომპანია "თელასის" ქვესადგურში "საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოს ჩატარებას უკავშირდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, გამსახურდიას გამზირის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ჩიქოვანის, ვაზისუბნის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.