დღეს, 17 აგვისტოს, გაზეთ "აი იას" გამომცემლის, ზურაბ ხუციშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმსჯელებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, შეხვედრა 13:00 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (კრილოვის ქ. #15) მისი და დაჩი ცაგურიას ინიციატივით გაიმართება.
მისი თქმით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმოდგენლები ხუციშვილის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე იმსჯელებენ. შეხვედრაში მონაწილებას დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატებიც მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაზეთ "აი იას" დამფუძნებელი ზურაბ ხუციშვილი დააკავეს. ხუციშვილს ბრალი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც 7-იდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუციშვილს 45-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.