ევროზონის ეკონომიკის გადარჩენის საკითხებზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იმსჯელებენ.
ორი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემა იქნება ევროზონის წევრი ქვეყნების ვალების გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად ევროზონის პერიფერიული ქვეყნებისგან მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და ამ მიმართულებით მკაცრი კურსის გატარებას.
პარალელურად, არსებობს მოსაზრება, რომ ბიუჯეტის შემცირება უფრო მეტად შეამცირებს ევროპის ეკონომიკის ზრდის ტემპებს.
"ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ვალის პრობლემა შეიძლება გახდეს სერიოზული კრიზისი მიზეზი.