უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამს უცხოელი პარტნიორების მიერ ქვეყნის ექს-პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით.
"უდანაშაულობის პრეზუმფცია ერთნაირია, როგორც ბრალდებულის, ისე მოსამართლისთვის, ამიტომ გვაკვირვებს და გვაშფოთვებს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მცდელობა - მოახდინონ ზეწოლა სასამართლოზე, შემოიღონ რაღაც სანქციები ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს სდებენ რაღაც ცუდში, ვერბალურად და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე", - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ოლეგ ვოლოშინმა.
მისი თქმით, არავითარი საფუძველი რაიმე სანქციის შემოღებისა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც საქმეს იხილავენ, არ არსებობს.
"თუ ვინმეს მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოსწონს, არსებობს სასამართლო ქმედების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული წესები და ამისთვის არ არის საჭირო შეაშინო მოსამართლეები იმით, რომ ისინი ვერ შეძლებენ ვიზების მიღებას.
ამავდროულად, მან აღიარა, რომ სასამართლო ტიმოშენკოს წინააღმდეგ ართულებს მოლაპარაკების პროცესს ევროკავშირთან "ასოცირების შესახებ" შეთანხმებასთან დაკავშირებით.