იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე საუდის არაბეთიდან ქვეყანაში ბრუნდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება ალი აბდულა სალემ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, ის უახლოეს მომავალში დაუბრუნდება თავის ქვეყანასა და მხარდამჭერებს.
სალე საუდის არაბეთში სამკურნალოდ გაემგზავრა რამდენი კვირის წინ. ის მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის დროს დაიჭრა. თავდასხმა იემენის დედაქალაქ სანაში მოხდა.