ხვალ, 17 აგვისტოს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება ღია კარის დღე ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთათვის.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნ. ბერუაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბ. შენგელია სტაჟიორებს განუმარტავენ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესებსა და პროცედურებს; უპასუხებენ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.