დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ტერეზა მეის შეფასებით, პოლიციას კომენდანტის საათის შემოღების უფლება უნდა მიეცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთის პოლიციას უფლება უნდა ჰქონდეს კომენდანტის საათის შემოღებისა და ლონდონში არეულობასთან საბრძოლველად დედაქალაქში შესვლის რეჟიმის გაკონტროლებისა", - მიაჩნია ბრიტანეთის შს მინისტრს.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს დიდ ლონდონში მილიციის კომისარი.
ტერეზა მეის მოსაზრებით, აუცილებელია პოლიცილების გადამზადება, რათა უფრო ეფექტურად შეძლონ ქუჩაში არეულობის პრევენცია, თუმცა მინისტრმა დასძინა, რომ ბრიტანეთში მომხდარი არეულობის მიუხედავად ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ პოლიციის დაფინანსება 20%-ით შეამციროს, ძალაშია.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას ახალგაზრდის მოკველეობის გამო გამოწვეული არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ქალაქში მოროდიორებმა მაღაზიები, კაფეები, ბანკები გაძარცვეს, დაწვეს შენობები და ავტომანქანები.
ბრიტანეთის პოლიციამ მოროდიორობისა და არეულობის მოწყობის ბრალდებით რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავა.