მაჩაბლის #2-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის ფასადი ჩამოინგრა. ადგილზე გამოძახებულნი არიან თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური და ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლები.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამგეობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სახლი ავარიულია და "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროექტის ფარგლებში მცხოვრებლებს გამგეობამ ქირის ფულის დაკმაყოფილებით ალტერნარიული ფართის მოძებნისკენ მოუწოდა, თუმცა ქირით გასვლაზე მცხოვრებლების ნაწილმა უარი განაცხადა. მათი თქმით, ნაწილმა გასვლის სანაცვლოდ არარეალურ თანხა მოითხოვა.
ამ წუთებში ადგილზე განწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ჩამონგრევის მიუხედავად, ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.