ხვალ, 17 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-3" სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, გამსახურდიას გამზირის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ჩიქოვანის, ვაზისუბნის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.