ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ 5 ქვეყანასთან ერთად სეულის შემოგარენში 10-დღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
როგორც ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, წვრთნები "კომუნისტურ ჩრდილოეთთან" დაძაბული ურთიერთობის გამო ტარდება. წვრთნაში ჩართულია 7 ქვეყნის 530 000 ჯარისკაცი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის საზღვართან ცეცხლი გახსნა. როგორც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, მათ ცეცხლი ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ გახსნეს.