ინდეოთში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობამ 1300 შეადგინა.
აქციები ერთობლივად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ კორუფციის მაღალ დონესა და სიღარიბის ზრდას აპროტესტებდნენ.
ასევე დაკავებულია დემონსტრანტების ლიდერი ანა ჰაზარიც. ინდოეთის მთავრობის თავმჯდომარის ჩიდანბარამის განცხადებით, დემონსტრანტები პოლიციას არ ემორჩილებოდნენ და მასიური დაკავებები ამან გამოიწვია.