გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტომ მტკვარში თევზების დახოცვის მიზეზების კველევა დაიწყო.
როგორც ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მდინარის წლის ქიმიური ანალიზის ჩატრება უკვე მიმდინრეობს, რის შემდეგაც დადგინდება მტკვარში თევზის დახოცვის მიზეზები.
არსებული ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენები სავარაუდოდ მდინარეში ჟანგბადის ნაკლებობას ან მჟავიანობის მომატებას უკავშირდება.
ამასთან, მეთევზეების თქმით, მსგავსი ფაქტი ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ახსოვთ.
შეგახსნებთ, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დიდი რაოდენობით დახოცილი თევზი ამოტივტივდა.