თბილისის ძველ უბანში ორსართულიანი სალხი ჩამოინგრა.
შემთხვევა ჩახრუხაძის ქუჩაზე მოხდა. საუკუნის წინ აშენებული სახლი ავარიული იყო.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მის მობინადრეებს ის რამდენიმე თვის წინ დააცლევინეს.
შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
როგორც ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, შენობის დარჩენილი ავარიული ნაწილის დემონტაჟიც მოხდება, რის გამოც მიმდენარე ქუჩები დროებით გადაიკეტება.